ქალაქ ზესტაფონში, ნიკო ნიკოლაძის ქუჩის სრული ..
2026-07-15
ზოვრეთში ცენტრალური გზის ასფალტირება დასრულდა..
2026-07-14
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე შორაპნი..
2026-07-08
ზესტაფონის მერმა, ვახტანგ ღამბაშიძემ ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად წარმატებული ქალბატონები დააჯილდოვა.
საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის მერმა სამადლობელი სიგელები, სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულ ქალბატონებს გადასცა.
"მოგილოცავთ ქალთა დღესასწაულებს. გისურვებთ ბედნიერებას, კეთილდღეობას, ოჯახურ სიმშვიდეს. წარმატებებს პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში - აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ.
დაჯილდოების ცერემონიაში საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ შერგელაშვილი, ასევე საქართველოს ვეტერანთა კავშირის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.