ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერი, ვახტანგ ღამბაშიძე ქალთა დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას დაესწრო



მერმა ქალბატონებს ქალთა დღესასწაულები მიულოცა, წარმატებები უსურვა პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში და მუნიციპალიტეტის სახელით ყვავილები გადასცა.

სარვამარტო კონცერტი კულტურისა და შემოქმედების ცენტრში გაიმართა. თემატური, საკონცერტო პროგრამა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა "ზესტაფონი" , ქალთა ანსამბლმა "ჰარმონია" - მ და ანსამბლმა "ბერმუხა" - მ წარმოადგინეს.

კულტურისა და შემოქმედების ცენტრში გამართულ კონცერტს მერის მოადგილე, ნინო ჭაბუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირმა გიორგაძე მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.