ესტაფონის მერიის და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცე..
2026-04-21
ზესტაფონის მერმა, ვახტანგ ღამბაშიძემ კეთილაძი..
2026-04-17
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია გრიშაშვილის ..
2026-04-16
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ღამბაშიძემ კეთილაძისა და პუშკინის ქუჩების დამაკავშირებელი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად შეიცვლება მდინარე აჯამურაზე არსებული ხიდის იერსახე. განახლდება, ხიდის საყრდენი სვეტები, სავალი ნაწილი როგორც ავტოტრანსპორტით მოსარგებლეთათვის, ასევე ქვეითად მოსიარულეებისთვისაც. დამონტაჟდება განათების სისტემა.
"მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ, რომლის დასრულების შემდეგ მოსახლეობისთვის სრულიად უსაფრთხო გახდება გადაადგილება", - აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ
მიმდინარე სამუშაოებს, მერთან ერთად ადგილზე გაეცნენ, მერის მოადგილე, ზაზა ხვედელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ შერგილაშვილი, ასევე თავმჯდომარის მოადგილეები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ხიდის რეაბილიტაციისთვის 864 000 ლარი დაიხარჯება.