ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მუნიციპალიტეტს, როგორც წარმატებული მუნიციპალური პროექტის ავტორს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის სპეციალური ჯილდო გადაეცა



რიგით მერვე ეროვნულ კონფერენციას, რომელიც ა.თ.ე.ა - ს ორგანიზებით გაიმართა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ ღამბაშიძე და მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ნათია შარიქაძე ესწრებოდნენ.

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ( BPP) კონკურსის 2025 წლის საუკეთესო პროექტთა შორის, ზესტაფონის მერიას ჯილდო გადაეცა: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ახალგაზრდული ჰაბი - ნომინაცია: ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, 2018 წლიდან ახორციელებს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამას.