ესტაფონის მერიის და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცე..
2026-04-21
ზესტაფონის მერმა, ვახტანგ ღამბაშიძემ კეთილაძი..
2026-04-17
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია გრიშაშვილის ..
2026-04-16
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ახალგზარდულ ჰაბში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტის ,,მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში" ფარგლებში, ლექცია გაიმართა.
შეხვედრა მოიცავდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემის შესახებ პრეზენტაციას, ცოდნის ასამაღლებელ ლექციას და GITA-ს 2026 წლის პროგრამების გაცნობას, მათ შორის საგანმანათლებლო, ბიზნესის დაფინანსება/განვითარებისა და სხვა პროგრამების.
ღონისძიება დასრულდა 3D მოდელირებისა და ბეჭდვის პრაქტიკული სემინარით.
ღონისძიება ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით - "ახალგაზრდული ცენტრებისა და სივრცეების გაძლიერების კონცეფციის ფარგლებში" გაიმართა, რომლის მიზანია ახალგაზრდული სივრცის შესაძლებლობების გაძლიერება, მათი სტრატეგიულად გამოყენება და
დაკავშირება ახალგაზრდებთან. ასევე, სახელმწიფო სერვისების შესახებ ახალგაზრდების
ინფორმირებულობის ამაღლება.