ესტაფონის მერიის და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცე..
ზესტაფონის მერმა, ვახტანგ ღამბაშიძემ კეთილაძი..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია გრიშაშვილის ..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის და ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლის ორგანიზებით მუნიციპალიტეტში ქართული კლასიკური მუსიკის ეროვნული კონკურსი გაიმართა
მუსიკალური ღონისძიების დასკვნით ტურს, რომელიც დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა, მერის მოადგილე, ზაზა ხვედელიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირმა გიორგაძე, მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონკურსი ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას და ნორჩ შემსრულებელთა მხარდაჭერას ითვალისწინებს. მუსიკალურ ღონისძიებაში სხვადასხვა რეგიონის მუსიკალური სკოლების მოსწავლეები მონაწილეობენ.
"ქართული კლასიკური მუსიკის ეროვნული კონკურსის გამართვა მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა რეგიონში, რომელიც ზრდის ინტერესს კლასიკური მუსიკის მიმართ" აღნიშნა მერის მოადგილე, ზაზა ხვედელიძემ.
ქართული კლასიკური მუსიკის ეროვნულ კონკურსი რეგიონებში აღიარებული ქართველი.პიანისტის, ვალერიან შიუკაშვილის ინიციატივით იმართება.