ქალაქ ზესტაფონში, ნიკო ნიკოლაძის ქუჩის სრული ..
2026-07-15
ზოვრეთში ცენტრალური გზის ასფალტირება დასრულდა..
2026-07-14
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე შორაპნი..
2026-07-08
იმერეთის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2026 - ის გამარჯვებული ზესტაფონის მეხუთე საჯარო სკოლის გუნდი გახდა
გამარჯვებულ გუნდს მერის მოადგილე ნინო ჭაბუკიანი სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად შეხვდა და მიღწეული წარმატება მიულოცა.
"გუნდურობას და თავდაუზოგავ შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი. ეს გამარჯვება მხოლოდ ერთი სკოლის მიღწევა არ არის, ეს მთელი ქალაქის წარმატებაა", - აღნიშნა ნინო ჭაბუკიანმა
სასკოლო ლიგა, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით იმართება და მისი მიზანია რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეების აქტიური ჩართვა სპორტულ აქტივობებში, მასობრივი სპორტის განვითარება ახალგაზრდებში. რეგიონული თამაშების მხარდამჭერია მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობები.