ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრის იუბილარ თანამშრომელს დაბადების დღე მიულოცეს

 
დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრის მეეზოვეს, რომელიც უკვე 18 წელზე მეტია ყოველდღიურ რეჟიმში ქალაქის სისუფთავეზე ზრუნავს, ქალაქის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, დაბადების დღე სამუშაო რეჟიმში ყოფნის დროს მიულოცეს. ქალაქის სისუფთავისთვის გაწეული ღვაწლისთვის მადლობის სიგელი გადასცეს სასაჩუქრე ნაკრებთან ერთად.

"მადლობის სიგელი გადაეცემა ვაჟა კაპანაძეს ქალაქის სისუფთავისთვის გაწეული ღვაწლისთვის. საქმის ერთგულად და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის" - ნათქვამია მადლობის სიგელში.

ვაჟა კაპანაძეს 2022 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით "ზესტაფონის საპატიო მოქალაქის" წოდება გადაეცა