ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
2024-11-14
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
2024-11-08
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
2024-11-07
მუნიციპალიტეტის მერია გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს რამდენიმე მისამართზე ერთდროულად ახორციელებს
გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ მეორე სვირში, კამლაძე - ჯუღელების უბანში. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 470 454 ლარია. გზის მოწყობა არმირებული ბეტონის საფარით ხდება.
მიმდინარე სამუშაოები ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, ვიცე მერთან, გიორგი ჯუღელთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კაკოიშვილთან ერთად დაათვალიერა.
"რეაბილიტირებული საუბნო გზით 300 - ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს. აღნიშნული გზის მონაკვეთი სოფელს რამდენიმე უბანთან აკავშირებს. გზის რეკონსტრუქცია მსგავსი მასშტაბით პირველად ხორციელდება დასახლებაში", - ვასილ გველესიანი
მერიის დაკვეთით გზის აღდგენით სამუშაოებს შპს "ალპედე" ახორციელებს.