ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ინ..
2026-08-24
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით..
2026-08-18
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (მერია, საკრებულო)..
2026-08-17
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდული ინიციატივების მხარდასაჭერად კონკურსს აცხადებს
ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსის - " მომავლის იდეა ქალაქის მერს" მიზანია ახალგაზრდების იდეების, შემოქმედებითობისა და შესაძლებლობების რეალიზება და სიახლეების დანერგვა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, საზოგადოებრივ საქმიანობაში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა. ახალგაზრდობის სფეროში ინიციატივების წახალისება. ახალგაზრდებში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება. ახალგაზრდებსა და თვითმმართველობას შორის ეფექტური კომუნიკაციის დამყარება.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ 18 წლიდან მოქალაქეს, ასევე ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფს, ორგანიზაციებს რეგისტრირებულს ახალგაზრდული მიმართულებით და ახალგაზრდული მიმართულების შინაარსის პროექტების მხარდამჭერ ორგანიზაციებს.
კონკურსის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ გვერდზე: