ქალაქ ზესტაფონში, ნიკო ნიკოლაძის ქუჩის სრული ..
ზოვრეთში ცენტრალური გზის ასფალტირება დასრულდა..
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე შორაპნი..
ზესტაფონში ქალაქის ორი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ზესტაფონში, ქალაქის მე - 2 და მე - 4 საჯარო სკოლების სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.
სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ზალკალიანმა ზესტაფონის მერთან - ვასილ გველესიანთან ერთად დაათვალიერა.
თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად სკოლებში მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, სპორტული ინფრასტრუქტურა, განთავსდება ლიფტი. სკოლები აღიჭურვება შესაბამისი სასწავლო რესურსით და ინვენტარით. სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
რეაბილიტაციის პროცესის დასრულების შემდეგ, 1500 - მდე მოსწავლე ისარგებლებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურით