ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის და ,,ქართულ..
ზედა საქარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია..
ზესტაფონის მერია სოფელ კინოთში გზის სარეაბილი..
ზესტაფონის მერმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე და დასრულებული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოებს ვახტანგ ღამბაშიძე, მოადგილე ზაზა ხვედელიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ შერგელაშვილთან და თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კაკოიშვილთან ერთად გაეცნო.
ინფრასტრუქტურული პროექტი, რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 89720 ლარს შეადგენს.
რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა ცხრაწყაროში საუბნო გზების მოწყობის სამუშაოები, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. პროექტის ღირებულება 328999 ლარია.
"საგზაო ინფრასტრუქტურის აღსადგენად, სარეაბილიტაციო სამუშაოები, როგორც ცენტრალურ, ასევე შიდა საუბნო გზებზე მიმდინარეობს. აქტიურად ხორციელდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებიც, რაც მომავალშიც გაგრძელდება" , აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ