ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერია სოფელ კინოთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.



საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესს ზესტაფონის მერი, ვახტანგ ღამბაშიძე, მოადგილე, ზაზა ხვედელიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ შერგელაშვილთან, სოფლის დეპუტატ კახა არსენიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

რეაბილიტაციის ფარგლებში არმირებული ბეტონის საფარი გზის 1500 მეტრამდე მონაკვეთზე მოეწყობა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 454 123 ლარია.

"საუბნო გზის აღნიშნული მონაკვეთით ადგილობრივი მოსახლეობა სოფელ ტაბაკინს უკავშირდება. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს ასევე გაუადვილდებათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებთან დაკავშირებაც" , აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ.