ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის და ,,ქართულ..
2025-12-01
ზესტაფონის მერია სოფელ კინოთში გზის სარეაბილი..
2025-11-27
ზესტაფონის მერმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით მი..
2025-11-26
ზედა საქარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (გულბანდიანის კონწოლია)
ტაძარი თარიღდება IX - X საუკუნეებით. ეკლესია გუმბათოვანია, აშენებულია ქვითა და კირით. აქვს ორი შესასვლელი, სამხრეთით და დასავლეთით. ორივე შესასვლელი გარედან არქიტრავულია, შიგნით კი თაღოვანი.
ტაძარში შემორჩენილია ფრესკების ძალიან მცირე ფრაგმენტები. საკურთხევლის კონქში გვხვდება მაცხოვრის, ღვთისმშობლის და ნათლისმცემლის ფრესკები. ეკლესია გარედან მოხატულია ქართული ორნამენტებით.
ეკლესიის დასავლეთით მიწისქვეშა სათავსია მოწყობილი, რომელიც ორი, ერთმანეთთან დაკავშირებული ოთახისგან შედგება. ტაძრის ჩრდილოეთის მხარეზე არის ხუცურად შესრულებული წარწერა.
ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა 1951 და 2005 წლებში. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიამდე მისასვლელი გზა კი 2023 წელს კეთილმოეწყო