ქალაქ ზესტაფონში, ნიკო ნიკოლაძის ქუჩის სრული ..
2026-07-15
ზოვრეთში ცენტრალური გზის ასფალტირება დასრულდა..
2026-07-14
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე შორაპნი..
2026-07-08
ზესტაფონში წერეთლის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რეაბილიტაციის პროცესი მოიცავს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გზის საფარის დაგებას, საფეხმავლო ბილიკებისა და ბორდიურების მოწყობას.
მიმდინარე სამუშაოები ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ, მოადგილე ზაზა ხვედელიძესთან ერთად დაათვალიერა და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
"წერეთლის ქუჩის კეთილმოწყობით სრულად შეიცვლება ქალაქის ერთ - ერთი უბნის იერსახე, ასევე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მცხოვრებთა ყოველდღიურობა. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში არაერთ მასშტაბურ პროექტს ვახორციელებთ" - აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ
ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 327 279 ლარს შეადგენს.