ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერის მოადგილე ნინო ჭაბუკიანი, სამშენებლო კოლეჯ - "კონსტრუქტ 2" ის და მშვიდობის კორპუსის ერთობლივი ინგლისურენოვანი პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

 
პროექტის ფარგლებში, მშვიდობის კორპუსის მოხალისის ათთვიანი მოხალისეობრივი საქმიანობის პერიოდში, კოლეჯმა სხვადასხვა სახის ინგლისურენოვან პროექტს და აქტივობას უმასპინძლა, როგორც კოლეჯის სტუდენტებისთვის, ასევე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის. პროექტმა 15 საჯარო სკოლის 350 - მდე მოსწავლე გააერთიანა. პროექტის მიზანი ახალგაზრდებში ლიდერული უნარების გაძლიერებას, და კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.
შემაჯამებელ ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების სამინისტროს, მშვიდობის კორპუსის და MAC Georgia წარმომადგენლები ესწრებოდნენ.