ქალაქ ზესტაფონში, ნიკო ნიკოლაძის ქუჩის სრული ..
ზოვრეთში ცენტრალური გზის ასფალტირება დასრულდა..
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე შორაპნი..
ზესტაფონში მამუკა ასლანიკაშვილის სანაპიროზე მდებარე სკვერს, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით მალხაზ მაჭავარიანის სახელი მიენიჭა.
განახლებული სკვერის გახსნის ცერემონიას ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილი, მუნიციპალიტეტის მერიის,საკრებულოს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მალხაზ მაჭავარიანის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ, რომლებმაც მისი ღვაწლი გაიხსენეს.
პოეტი, ზესტაფონის საპატიო მოქალაქე მალხაზ მაჭავარიანი 1949 წლის 2 ივლისს ქალაქ ზესტაფონში დაიბადა. თავისი შემოქმედებით მალხაზ მაჭავარიანმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა, როგორც მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში, ასევე ქართულ პოეზიაში. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა უშანგი ჩხეიძის სახელობის სახლ - მუზეუმს, მუშაობდა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მემატიანედ.
სკვერის გამწვანების სამუშაოები, ისევე როგორც მემორიალური დაფის დამზადება სრულად დააფინანსა ვასილ გველესიანმა.