ქალაქ ზესტაფონში, ნიკო ნიკოლაძის ქუჩის სრული ..
ზოვრეთში ცენტრალური გზის ასფალტირება დასრულდა..
ზესტაფონში მამუკა ასლანიკაშვილის სანაპიროზე მ..
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე შორაპნის ისტორიულ უბანში შორაპნის ციხისა და ისტორიული რკინიგზის სადგურის მდგომარეობას გაეცნო
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეებთან ილია ბეგიაშვილთან და ბათუ გურჯიძესთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორ გიორგი შონიასთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძესთან, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერთან ვახტანგ ღამბაშიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილთან ერთად, დაბა შორაპნის ისტორიულ უბანში შორაპნის ციხისა და ისტორიული რკინიგზის სადგურის მდგომარეობას გაეცნო
მუნიციპალური განვითარების ფონდი შეისწავლის შორაპნის ციხისა და ისტორიული შენობების რეაბილიტაციის შესაძლებლობას, რათა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ყველა მოთხოვნის, შესაბამისი კვლევებისა და აუცილებელი პროცედურების გათვალისწინებით განიხილოს მათი აღდგენის პერსპექტივა
შორაპნის ციხე საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ციხესიმაგრეა, რომელიც ისტორიულად ქვეყნის მნიშვნელოვან სავაჭრო და სტრატეგიულ გზას აკონტროლებდა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ისტორიული რკინიგზის სადგურის კი, ამიერკავკასიაში ერთ-ერთი პირველი სარკინიგზო სადგურია, რომელიც XIX საუკუნეში აშენდა და რეგიონის სატრანსპორტო განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. არქიტექტურულად გამორჩეულია ასევე ყოფილი ქარხნის „ელექტროელემენტის“ ტერიტორია, რომელიც წარსულში შორაპნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო საწარმო იყო.