ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ზესტაფონის სპორტის სასახლეში, ჯემალ მახათაძის სახელობის საჭადრაკო მემორიალი ჩატარდა.



ღონისძიებას მერის მოადგილე ნინო ჭაბუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მოდებაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და „წითელი ჯვრის“ რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 170-ზე მეტი მონაწილე ასპარეზობდა. გამარჯვებულები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ - მათ ფულადი პრიზები, თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

ზესტაფონში ჯემალ მახათაძის სახელობის საჭადრაკო მემორიალი მეათე წელია იმართება.