ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონში, სოფელ არგვეთაში, ახალი მინი საფეხბურთო მოედანი გაიხსნა.

ზესტაფონში, სოფელ არგვეთაში, ახალი მინი საფეხბურთო მოედანი გაიხსნა.
სპორტულ სივრცეს მერი ვახტანგ ღამბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილთან, მოადგილებთან ზაზა ხვედელიძესთან, ნინო ჭაბუკიანთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და სოფლის მცხოვრებლებთან ერთად გაეცნო.
,,მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ჩვენი პრიორიტეტია. საფეხბურთო მოედანი აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით, რაც ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, სპორტით აქტიურად დაკავების შესაძლებლობას მისცემს. მუნიციპალიტეტი მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს", - აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.