ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე ცენტრალურ სტადიონზე ლიგა 3 - ის 22 - ე ტურის საფეხბურთო შეხვედრას დაესწრო

ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე ცენტრალურ სტადიონზე ლიგა 3 - ის 22 - ე ტურის საფეხბურთო შეხვედრას დაესწრო. მიმდინარე გათამაშებაში ადგილობრივმა "მარგვეთმა" გარდაბნის "გარდაბანს" უმასპინძლა.

შეხვედრა ზესტაფონელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3- 0 დასრულდა.

"ვულოცავ "მარგვეთს", თითოეულ ფეხბურთელსა და გულშემატკივარს ამ გამარჯვებას. ზესტაფონისთვის ფეხბურთი განსაკუთრებული ტრადიციაა და მერია ყოველთვის გააგრძელებს ადგილობრივი სპორტსმენებისა და გუნდის მხარდაჭერას". აღნიშნა მერმა

ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრას, "მარგვეთი" 9 ოქტომბერს ლანჩხუთის "გურიის" წინააღმდეგ გამართავს.