ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის კულტურისა და დასვენების პარკს სრული რეაბილიტაცია უტარდება

 
პროექტი 22009 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე მოსასვენებელი, გასართობი, საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს. პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი საფეხმავლო ბილიკები, განთავსდება საპარკე სკამები და ურნები.
დამონტაჟდება თანამედროვე გარე განათების სისტემა. სრულად განახლდება კალათბურთის მოედანი, ხოლო საბავშვო ზონაში სხვადასხვა ტიპის თანამედროვე ატრაქციონები განლაგდება. რეაბილიტირებული პარკი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ, მოადგილე ზაზა ხვედელიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილთან, ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ირმა გიორგაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
"სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქის ცენტრში შეიქმნება კომფორტული, უსაფრთხო და მყუდრო საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც ყველა ასაკის ადამიანისთვის საყვარელ თავშეყრის ადგილად იქცევა", აღნიშმა მერმა