ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

სოხუმის დაცემის დღეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს



დაბა შორაპანში მდებარე გიორგი მეგრელიშვილის და ზაზა გაჩეჩილაძის სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილმა, თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მოდებაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლება. მარგვეთის ეპარქიის სასულიერო პირმა დაღუპული მებრძოლების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

"27 სექტემბერი ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიის ყველაზე ტრაგიკული დღეა. თითოეული ჩვენთაგანის ვალია ყოველთვის მოვიგონიოთ იმ გმირების სახელები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე საქართველოს ერთიანობას და უკეთეს მომავალს შესწირეს", აღნიშნა მერმა.

სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით,
მთავრობის განკარგულებით,
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.