ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით..
2026-10-10
ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე და საკრებულ..
2026-10-10
ზესტაფონში, სახალხო დღესასწაულის ფარგლებში ცხ..
2026-10-09
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსის - "მომავლის იდეა ქალაქის მერს" გამარჯვებული პროექტი "რობოტექნიკა უკეთესი მომავლისთვის" გახდა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადი ხუთმა პრეტენდენტმა წარადგინა. დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს სრულად მხოლოდ ერთი პროექტი აკმაყოფილებდა, რომელიც შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოვლინდა.
გამარჯვებული ინიციატივა 10-დან 15 წლამდე ასაკის 60 მოზარდზეა გათვლილი.
პროექტის ფარგლებში 3 თვის განმავლობაში ჩატარდება STEAM მიმართულების ტრენინგები.
მონაწილეები გაივლიან კვალიფიციურ მომზადებას ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად.