ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი 43 103 000 ლარით განისაზღვრა



მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი პარამეტრები მერის მრჩეველთა საბჭოს წევრებს
მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ და მისმა მოადგილემ ზაზა ხვედელიძემ გააცნეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებიც მომავალი წლის ბიუჯეტშია ასახული.

დოკუმენტის მიხედვით, მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსია მობილიზებული ინფრასტრუქტურის განვითარების, სოციალური უზრუნველყოფის, ჯანდაცვის, კულტურულ - საგანმანათლებლო და სპორტის სფეროების ხელშეწყობისთვის