ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში კონკურსის "მომავლის იდეა ქალაქის მერს" ფარგლებში, საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა


კონკურსი, რომელიც ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენასა და ქალაქის განვითარებაში მათი როლის გაძლიერებას ემსახურება, ორ ძირითად თემატურ მიმართულებას მოიცავდა.

კომისიამ წარმოდგენილი პროექტები განიხილა და გადაწყვეტილებები მიიღო.

ზესტაფონში მურალებისა და ვიზუალური ინსტალაციების მიმართულებით საკონკურსო კომისიამ გამარჯვებული პროექტი უკვე გამოავლინა. მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზებისთვის წარდგენილი ინოვაციური იდეის დასახვეწად და განსახორციელებლად, კომისიის წევრები პროექტის ავტორთან საკონსულტაციო შეხვედრებს გამართავენ