ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

რეგიონული განვითარების ფონდის მიერ ორგანიზებული "სასკოლო თეატრალური ფესტივალის" ფარგლებში, ზესტაფონის სოფელ კვალითის და მეორე სვირის პირველი საჯარო სკოლის თეატრალურმა დასებმა სპექტაკლები წარმოადგინეს.



სასკოლო თეატრალურ ფესტივალს ზესტაფონის მერის მოადგილე ნინო ჭაბუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მოდებაძე, მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფესტივალის რეგიონული ჩვენებები ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. შედეგებს ჟიური შეაფასებს, რომლის დასკვნით ნაწილში გამარჯვებული დასი გამოვლინდება. გაიცემა ჯილდოები სხვადასხვა ნომინაციებში.

პროექტს რამდემიმე წელია ახორციელებს რეგიონული განვითარების ფონდი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, რომლის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში შეიქმნა თეატრალური დასები. პროექტის მიზანია რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლე - ახალგაზრდებში შემოქმედებითი უნარების განვითარება, ქართული კულტურისა და თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია.