ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით..
2026-10-10
ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე და საკრებულ..
2026-10-10
ზესტაფონში, სახალხო დღესასწაულის ფარგლებში ცხ..
2026-10-09
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ სვირში ახალი საფეხბურთო მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს:
საფეხბურთო მოედნის მოწყობას თანამედროვე საფარით;
ტერიტორიის შემოღობვას და განთების სისტემის დამონტაჟებას;
მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.
სამუშაოების მიმდინარეობას ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე, მოადგილე ზაზა ხვედელიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
"ჩვენთვის პრიორიტეტია, სოფლებში ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და შესაბამისი პირობების შექმნა. ახალი საფეხბურთო მოედანი ადგილობრივებს საშუალებას მისცემს ივარჯიშონ და გამართონ სპორტული შეჯიბრებები" , აღნიშნა მერმა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულდბა 152 998 ლარს შეადგენს.