ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით..
2026-10-10
ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე და საკრებულ..
2026-10-10
ზესტაფონში, სახალხო დღესასწაულის ფარგლებში ცხ..
2026-10-09
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ღამბაშიძე სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შერჩეულ ახალგაზრდებს შეხვდა
შეხვედრაზე მერმა სტაჟიორებს პროგრამაში წარმატებით ჩართვა მიულოცა. პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და მერიის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შერჩეული ახალგაზრდები ანაზღაურებად პროფესიულ კურსს მერიის იურიდიულ და საფინანსო საბიუჯეტო სამსახურებში გაივლიან, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის სპეციფიკას და პრაქტიკულ საქმიანობას უშუალოდ გაეცნობიან