ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ცხადდება კონკურსი, რომლის ფარგლებშიც შეირჩევა 60 მოსწავლე რობოტიკისა და პროგრამირების მიმართულებით

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის და Pascal STEAM Community - ს ერთობლივის თანამშრომლობით, ზესტაფონში მცხოვრებ 10-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებს ეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთონ 3-თვიან სასწავლო პროგრამაში STEAM მიმართულებით და მიიღონ ხარისხიანი, აკადემიური თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.

ცხადდება კონკურსი, რომლის ფარგლებშიც შეირჩევა 60 მოსწავლე რობოტიკისა და პროგრამირების მიმართულებით.

პროგრამაში მონაწილეობა სრულად დაფინანსებულია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. მონაწილეებს ასევე გადაეცემათ სასწავლო პროცესისთვის საჭირო ტექნიკა და შესაბამისი მოწყობილობები.

სასწავლო პროგრამა აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს. მოსწავლეები შეისწავლიან რობოტიკისა და პროგრამირების საფუძვლებს, მიღებულ ცოდნას კი პრაქტიკაში გამოიყენებენ. თავად შექმნიან, ააწყობენ და დააპროგრამებენ სხვადასხვა ტიპის რობოტებს.

კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან:

LEGO-ს სისტემებს;
რობოტებსა და მათ მრავალფეროვან სახეობებს;
რობოტების მუშაობის პრინციპებს;
მარტივ მექანიზმებსა და მოწყობილობებს;
სენსორებს, პლატებსა და დრაივერებს;
ელექტროინჟინერიის საფუძვლებს;
ელექტრული სქემების აგებას;
კოდირებას;
სიმულატორების გამოყენებას;
mBlock პროგრამას და mBot რობოტებს;
მიკროკონტროლერ Arduino-ს;
პროგრამირებასა და პროგრამირების ენებს;
3D დიზაინსა და ბეჭდვას.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 10-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებს.

დასარეგისტრირებლად აუცილებელია შეავსოთ მარტივი ფორმა! https://forms.gle/hYdvwo2Rasa67V5h7

პროექტი ხორციელდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსის ფარგლებში.