ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში კონკურსის ..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის..
ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმო..
ზესტაფონის სპორტის სასახლეში სიმონ საყვარელიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა ფარიკაობაში, რომელიც ზესტაფონის მერიის მხარდაჭერით იმართება
ტურირის გახსნას ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილი, მერის მოადგილე ნინო ჭაბუკიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი როსტომ აბაშიძე ესწრებოდნენ.
სპორტულ ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სპორტსმენებთან ერთად, ზესტაფონის სახელით ტურნირზე 17 მოფარიკავე ასპარეზობს.
ჩემპიონატი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ტურნირის მიმდინარეობისას ორთაბრძოლები რაპირით, დაშნით და ხმლით მოფარიკავეთა შორის გაიმართება. გამარჯვებულებს მედლები, სიგელები და თასი გადაეცემათ.
"ზესტაფონში ფარიკაობის სკოლის დამაარსებლის, დამსახურებული მწვრთნელის სიმონ საყვარელიძის სახელობის ტურნირი 2012 წლიდან იმართება. ამით პატივს მივაგებთ ჩვენი თანაქალაქელის ხსოვნას და ღვაწლს. ამავდროულად, ხელს ვუწყობთ სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას", აღნიშნა მერმა