ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში კონკურსის ..
2026-11-12
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის..
2026-11-12
ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმო..
2026-11-10
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე, მოადგილე ზაზა ხვედელიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
"სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარება და მოსახლეობისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. სოფელ ილემში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ ადგილობრივები გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ", აღნიშნა მერმა.
რეაბილიტაციის ფარგლებში გზის ზედაპირზე არმირებული ბეტონის საფარი ეწყობა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 215000 ლარს შეადგენს