ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში კონკურსის ..
2026-11-12
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის..
2026-11-12
ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმო..
2026-11-10
ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრში რეჟისორ რუსუდან გლურჯიძის ფილმის - "სხვისი სახლის" ჩვენება გაიმართა
საქართველოს კინოაკადემიისა და პროექტ "კინო მოგზაურის" თანამშრომლობით, ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრში რეჟისორ რუსუდან გლურჯიძის ფილმის - "სხვისი სახლის" ჩვენება გაიმართა
კინოჩვენებას ზესტაფონის მერის მოადგილე ნინო ჭაბუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მოდებაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფილმის დასრულების შემდეგ მაყურებელს საშუალება ჰქონდა შეხვედროდა რეჟისორს. რუსუდან გლურჯიძემ დამსწრეებს ფილმის შექმნის ისტორია გაუზიარა და საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრა.
პროექტის ფარგლებში, რომლის მხარდამჭერები არიან ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, ეროვნული კინოცენტრი (GNFC) და საქართველოს კინოაკადემია კულტურის ცენტრში კიდევ სამი ჩვენება გაიმართება