ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში კონკურსის ..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის..
ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმო..
ზესტაფონის მერიის მხარდაჭერით, საფეხბურთო ბაზაზე, "ზესტაფონის თასის" გათამაშება გაიმართა
მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაში ქვეყნის მასშტაბით 24 საფეხბურთო კლუბი მონაწილეობდა 11 წლამდე (u11) ასაკობრივ კატეგორიაში.
ტურნირის ესწრებოდნენ და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ბეჟან წაქაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე მეზობელი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა. მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ ახალგაზრდა ფეხბურთელებს წარმატებები უსურვა და მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა რეგიონში სპორტის განვითარებისთვის.
ტურნირი, რომლის მხარდამჭერი ზესტაფონის მერია იყო, საფეხბურთო ბაზაზე 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩემპიონატი ფეხბურთის განვითარებას, ჭაბუკთა შორის, პერესპექტიული, მოთამაშეების გამოვლენას და ახალგაზრდების მასობრივ ჩართვას ითვალისწინებდა ფეხბურთის სექციაში