ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში კონკურსის ..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის..
ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმო..
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, ზესტაფონის მერ ვახტანგ ღამბაშიძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრ ზვიად შალამბერიძესთან, სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან ერთად ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში არსებულ ი
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, ზესტაფონის მერ ვახტანგ ღამბაშიძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრ ზვიად შალამბერიძესთან, სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან ერთად ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში არსებულ ინფრასტრუქტურულ და ტექნიკურ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
მინისტრს თეატრის რეაბილიტაციის და ფუნქციონირების გეგმები თეატრის დირექტორმა ვახტანგ
ჯუღელმა გააცნო.
თეატრის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და მასშტაბურ რეაბილიტაციას საჭიროებს. შენობის რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
მინისტრთან ერთად თეატრში იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი ბეჟან წაქაძე, მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი