ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში კონკურსის ..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის..
ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმო..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რევაზ მუმლაძის სახელობის N 7 საჯარო სკოლაში თანამედროვე მულტიფუნქციური სივრცე იდეათეკა გაიხსნა
პროექტი საქართველოს ბანკისა და ქართული წიგნის ინსტიტუტის ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომლის მიზანი რეგიონის სკოლებსა და თემებში თანამედროვე ბიბლიოთეკებისა და საგანმანათლებლო სივრცეების მოწყობაა.
ახალი მულტიფუნქციური სივრცე მოსწავლეებს წვდომას მისცემს თანამედროვე წიგნებზე, ტექნოლიგიებსა და საგანმანათლებლო რესურსებზე.
ღონისძიებას ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილი, პარლამენტის წევრები - ზვიად შალამბერიძე, ბეჟან წაქაძე , საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე, ქართული წიგნის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი თინათინ მამულაშვილი. პროექტის თანადამფინანსებელი, სკოლის კურსდამთავრებული, ბეჟან სამხარაძე და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის და საგანმანათლებლო რესურს ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ