ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში კონკურსის ..
2026-11-12
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის..
2026-11-12
ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმო..
2026-11-10
ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე მეტალურგის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და ადგილობრივ მოსახლეობას და დარგის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
მეტალურგის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ფეროშენადნობთა ქარხნის დამაარსებლის, გიორგი ნიკოლაძის ბიუსტის ყვავილების შემკობით დაიწყო. გაიხსნა განახლებული ავტოპარკი, ტრადიციულად, გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ წლის გამორჩეული მეტალურგები.
"ძვირფასო მეტალურგებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს.
მადლობა იმ უდიდესი წვლილისთვის რასაც ჩვენი მუნიციპალიტეტის და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში დებთ. გისურვებთ ჯანმრთელობას, პროფესიულ წარმატებებს და უსაფრთხო გარემოს", აღნიშნა მერმა