ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრში საქართველოს კინოაკადემიისა და პროექტ "კინო მოგზაურის" თანამშრომლობით, დიტო ცინცაძის მხატვრული ფილმის "შინდისის" ჩვენება გაიმართა



კინოჩვენებას ზესტაფონის მერის მოადგილე ნინო ჭაბუკიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფილმის დასრულების შემდეგ მაყურებელს "შინდისის" იდეის ავტორი და პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი შეხვდა და ფილმის შექმნის საინტერესო დეტალებზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პროექტის ფარგლებში, რომლის მხარდამჭერები არიან ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, ეროვნული კინოცენტრი (GNFC) და საქართველოს კინოაკადემია კულტურის ცენტრში 3 ფილმის ჩვენება გაიმართა