ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონში, კლდეეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზების რეაბილიტაცია დასრულდა



პროექტის ფარგლებში სოფელ კლდეეთის და კინოთის საუბნო გზებზე არმირებული ბეტონის საფარი მოეწყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ, მოადგილე ზაზა ხვედელიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მოდებაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტის თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურა თანაბრად ვითარდებოდეს. განახლებული საუბნო გზებით 200 - ზე მეტი ადგილობრივი ისარგებლებს", აღნიშნა მერმა.

სოფელ კლდეეთის საუბნო გზის მოწყობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 357 000 ლარი, ხოლო კინოთის გზის რეაბილიტაციაზე 20 7000 ლარი დაიხარჯა.